LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლება საბოლოოდ წყვეტს კავშირს ევროპასთან – თამარ კორძაია

149

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას, განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებით, ხელისუფლება საბოლოოდ წყვეტს კავშირს ევროპასთან.

კორძაიას თქმით, ხელისუფლება უნდა დაელოდოს “ვენეციის კომისიის” დასკვნას და საკონსტიტუციო ცვლილებები შემდეგ მიიღოს პარლამენტმა.

ჩვენ შევუერთდით იმ განცხადებას, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა გაგზავნეს. ვფიქრობ, ინდივიდუალურად მიმართვის აუცილებლობა არ არსებობს. მივიჩნევთ, რომ ხელისუფლება საბოლოოდ წყვეტს კავშირს ევროპასთან, ის დგება იზოლაციის გზაზე, რაც დამღუპველია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ხელისუფლებამ ძალიან სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, – განაცხადა კორძაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები