LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლებაში მარიონეტების შეცვლას არანაირი შედეგი არ მოაქვს – ელენე ხოშტარია

59

“ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ  მნიშვნელოვანია, გენერალური პროკურორობის კანდიდატი საზოგადოებამ შეარჩიოს. ამის შესახებ ხოშტარიამ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

“ხელისუფლებაში მარიონეტების შეცვლას არანაირი შედეგი არ მოაქვს. პრობლემის ღერძი არის „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი. ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გენერალური პროკურორის ადგილის გამოგლეჯა ხელისუფლებისგან და საზოგადოების მხრიდან დანიშვნა,” – აცხადებს ელენე ხოშტარია.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი, დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა და არა ცალკეული სახელების და გვარების თანამდებობებზე გადანაცვლებაა

“ყველაფერი წყდება ოთახში, დახურულ კარს მიღმა. თვითონ ის ფაქტიც, რომ პრემიერის კანდიდატად შეარჩიეს კადრი, რომელიც ამ გუნდშიც კი ნაკლებად გამოცდილია, რომელსაც არ იცნობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და არ გააჩნია მუშაობის გამოცდილება, ადასტურებს, რომ “ქართულ ოცნებას” არ ესმის ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები. ერთადერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა და არა ცალკეული სახელების და გვარების გადანაცვლება თანამდებობებზე,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

პრემიერმინისტრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე წარადგინეს. გადაწყვეტილება უმრავლესობამ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

პრემიერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან ერთად, მთავრობის შემადგენლობაც გადამდგარად ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები