LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების არჩევნების შედეგების მანიპულირების მექანიზმი ე.წ. „გამწვანებული უბნებია“ – გიორგი ვაშაძე

49

„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის, განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების არჩევნების შედეგების მანიპულირების მექანიზმი ე.წ. „გამწვანებული უბნებია“.

ვაშაძის განცხადებით, ასეთი ტიპის უბნები სრულად არის დაკომპლექტებული „ქართული ოცნების“ აქტივისტებითა და მათ მიმართ კეთილგანწყობილი ადამიანებით.

„ხელისუფლების საარჩევნო „ტვინს“ წარმოადგენს სახელმწიფო უშიშროების სამსახური, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა არის სახელისუფლებო საარჩევნო შტატებთან ერთად ე.წ. „გამწვანებული უბნების“ შექმნა, რაც გულისხმობს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებზე სრული კონტროლის მოპოვებას,“ – აღნიშნა ვაშაძემ.

გარდა ამისა, გიორგი ვაშაძე უკმაყოფილოა იმ რეალობით, რომლის მიხედვითაც სხვა ოპოზიციურ პარტიას უკვე მიენიჭა საარჩევნო ნომერი, „ახალი საქართველო“ კი კვლავ ამის მოლოდინშია.

ვაშაძის განცხადებით, ეს ოპოზიციურ პარტიებს არათანაბარ ვითარებაში ამყოფებს, რადგან მოქმედი მანკიერი კანონმდებლობით საარჩევნო ნომრების გადანაწილება არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა მოხდეს, იმ ფონზე, როცა პარტიების ნაწილი უკვე შეუდგა საკუთარი საარჩევნო ნომრით კამპანიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები