LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების კრიტიკა ოკუპაციასთან დაკავშირებით არასამართლიანია – ვიქტორ დოლიძე

89

ვიქტორ დოლიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკა მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით არასამართლიანია. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოკუპაციის პირობებში მოქმედი ხელისუფლების მსგავსი ნაბიჯები არასოდეს გადაუდგამს.

“არასამართლიანია ეს კრიტიკა, არასდროს, ოკუპაციის შემდეგ, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ 2008 წელს, არ მომხდარა ისეთი სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, როგორც მოხდა ახალი ხელისუფლების პირობებში. ამაზე მეტყველებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული დოკუმენტებიც. აქედან გამომდინარე, კრიტიკა მიუღებელი და უსამართლოა. ჩვენ უნდა ვიყოთ შედეგებზე ორიენტირებული. ვდგამთ ნაბიჯებს, რომელსაც შედეგები მოყვება. ვერ მივიღებ იმ ხალხის კრიტიკას, ვინც საქმე მხოლოდ და მხოლოდ გააფუჭა”, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები