LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების შიგნით დაპირისპირება დაიწყო – ბიძინა ივანიშვილი

96

„ქვეყანაში არსებული მრავალი გამოწვევის ფონზე, ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღები დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მე პოლიტიკაში ვბრუნდები,“ – სახელისუფლებო გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ისაუბრა.

„მტკიცედ მჯერა, ჩვენ არ გვაქვს დრო ფუჭ კინკლაობაში თუნდაც მცირე დრო დავკარგოთ. დაუშვებელია პირადი წყენის გამო საერთო პარტული და ეროვნული ამოცანებისთვის დაბრკოლების შექმნა.  მე ვიგრძენი, რომ ჩემს მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება“, რომლის იდეოლოგიური მდგრადობა მის სახალხოობაშია, ამ პროცესების გაღმავების შემთხვევაში, დაშორდებოდა ხალხს, ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება და მეორედ შემოსვლა საჯარო პოლიტიკაში. ისტორიული გარდატეხის პერიოდში ვიმყოფებით და არ გვაქვს გულგატეხილობის, უიმედობის უფლება, ჩვენ დღეს მხოლოდ გამარჯვების უფლება გვაქვს,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, დღეს “ქართული ოცნების” რიგით მე-5 ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები