LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელისუფლების წარმომადგენლებს “შპარგალკა” დარჩათ ტელევიზიაში – ანა ნაცვლიშვილი

45

ბოლო დღეების განმავლობაში, ხელისუფლების წარმომადგენლებს „შპარგალკა“ დარჩათ ერთ-ერთ ტელევიზიაში, სადაც დაგვირგვინებული იყო ტერმინი „პრეზიდენტი არის მავნებელი“,- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი, ხელისუფლებას პრეზიდენტის წინააღმდეგ შავ პიარში ადანაშაულებს.

მისი თქმით, საზოგადოებამ პრეზიდენტზე არაერთი შეტევა იხილა.

“ეს „შპარგალკა“ აჩვენებს იმ შავ პიარს, რომელიც პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ჯერ იყო პრეზიდენტის სასახლის თემა, შემდეგ იყო შეწყალების თემა და ა.შ. მათი გამაერთიანებელი არის მოხდეს შეტევა პრეზიდენტზე და მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუციებზე“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები