LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელნაკეთი შოკოლადი ქართულად: ბაზარზე ”სუზეტი” გამოჩნდა

1330

იმპორტირებულ შოკოლადებს კონკურენციას ამიერიდან ახალი, ქართული, ხელნაკეთი შოკოლადები გაუწევს. პროდუქცია ბაზარზე ”სუზეტის შოკოლადის” სახელით ერთი თვეა გამოჩნდა და უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია.

როგორც ”ფორტუნას” ხელნაკეთი შოკოლადის მწარმოებლებმა განუცხადეს, “სუზეტის შოკოლადი” არის აბსოლუტურად ნატურალური პროდუქტი და არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს. ”ამ ეტაპზე გვაქვს სამი სახეობის შოკოლადი: თეთრი, შავი და რძიანი. მომზადების დროს ვიღებთ საუკეთესო ხარისხის იტალიურ საბაზისო შოკოლადს , შემდეგ უკვე არსებულ შოკოლადს ვამუშავებთ, ვაძლევთ სხვადასხვა ფორმას და ამასთან შიგთავსად ვიყენებთ როგორც ქართულ, ისე უცხოურ ჩირებსა და თხილეულს (ნუში, ნიგოზი, თხილი) ”, – აღნიშნეს “სუზეტის შოკოლადში”.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პროდუქციას ბაზარზე ხარისხი და განსხვავებული გემოვნური თვისებები გამოარჩევს. ამ ეტაპზე ”სუზეტის შოკოლადების” რეალიზაცია თბილისში, ტაბიძის #23 -ში მდებარე ხელნაკეთი ნივთების მაღაზიაში ხორციელდება. ამასთან, კომპანია იღებს ონლაინ შეკვეთებსაც და შოკოლადი შემკვეთის ინტერესის გათვალისწინებით მზადდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, უახლოეს პერიოდში ”სუზეტის შოკოლადები” სავაჭრო ქსელებშიც გამოჩნდება. თანამშრომლობაზე მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს სუპერმარკეტების რამდენიმე ქსელთან.

 

ცნობისთვის, ხელნაკეთი შოკოლადების წარმოების იდეა სამ მეგობარს ნინო თოთლაძეს, თამარ კაკუშაძესა და ირმა მესაბლიშვილს ეკუთვნის. ”სუზეტის შოკოლადების” წარმოება კი 2017 წლიდან დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები