LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნების სახლი ბავშვებს სასწავლო წლის დაწყებას ორიგინალურად მიულოცავს

47

Dephani Kidart ხელოვნების სახლი 4-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის სამწლიან პროექტს, “საჩუქარი ყველა ბავშვს” განაგრძობს.
10-11 სექტემბერს, 11:00-16:00 საათებში (მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზირი №47) მსურველებს შეუძლიათ უანგარო აქციის ფარგლებში დაესწრონ სხვადასხვა გაკვეთილებს და შეისწავლონ: ხატვა, ძერწვა, ფერწერა, წიგნის სამყარო, საუბრები ხელოვნებაზე (მითოლოგია), თვითნაკეთი თოჯინების კლასი, ვოკალი, ფორტეპიანო და ა.შ. აქცია სულ 19 მიმართულებას აერთიანებს.

“პროექტის მიზანია ბავშვებისთვის ახალი სასწავლო წლის დასაწყისი განსაკუთრებული გახადოს. შაბათ-კვირას, ორი დღის განმავლობაში მონაწილეები დადებითი ემოციებით დაიტვირთებიან და დატკბებიან იმ სილამაზით, რომელიც ჩვენი ხელოვნების სახლში ტრიალებს”, – განაცხადა ხელოვნების სახლის დირექტორმა თამარ ჭაბაშვილმა.

Dephani Kidart 2010 წელს გაიხსნა და ბაკურიანში ზამთრისა და ზაფხულის სკოლებსაც მასპინძლობს.

 

 

1453707641swphanikidart2

1453707636swphanikidart6

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები