LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოვნურად ნუ შექმნით დაძაბულობას – თეა წულუკიანი

52

„რაც ვიხილეთ გუშინ გაოცებული ვარ, როგორ იქცეოდა ზოგიერთი დეპუტატი და როგორ ცდილობდა ნეგატიური პროცესების პროვოცირებას,“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, გამაცხადა.

წულუკიანის თქმით, ნებისმიერი ციებ-ცხელება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია დემოკრატიულ საზოგადოებაში.

„მინდა, ხაზი გავუსვა იმ რთულ მდომაგრეობას,  რომელშიც ქვეყნის პოლიციელები აღმოჩნდნენ. მიმაჩნია, რომ მათი რეაქცია იყო კანონის ფარგლებში. მინდა, ყველა პოლიტიკოსსა და კანდიდატს მოვუწოდო, ხელოვნურად ნუ შექმნიან დაძაბულობას, რადგან ამ ქვეყანაში სახელმწიფოს მხრიდან  წინასაარჩევნო კამპანიისას ასეთი დაძაბულობა არაა, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, მას იმედი აქვს გუშინდელი ქმედებები ნეგატიურად არ აისახება იმ პოლიტიკოსებსა და კანდიდატებზე, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, დაკავებულები მალე გათავისუფლდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები