LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხელოვნური სუნთქვა“ ფილმის სახით გაგრძელდება

677

სერიალ “ხელოვნური სუნთქვის“ გარშემო საზოგადოების ინტერესი არ წყდება. სერიალი „რუსთავი 2-ის” ეთერში, მხოლოდ რამდენიმე თვის მანძილზე გადიოდა და მოულოდნელად შეწყდა. ამის მიზეზად სპონსორის არ არსებობა დასახელდა, რამდენიმე კვირის წინ, პროდუსერ ირაკლი საღინაძის განცხადებაზე დაყრდნობით, გავცრელდა ინფორმაცია, რომ “ხელოვნური სუნთქვა“ ეთერში ისევ დაბრუნდება, მაგრამ მისი ბედი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. “მიუზიკ ბოქსი“ ირაკლი საღინაძეს ესაუბრა:

– არხზე არ არის საკმარისი სარეკლამო შემოსავლები, მიუხედავად იმისა, რომ “ხელოვნურ სუნთქვას“ ჰქონდა რეიტინგი, ის თვითკმარი პროდუქცია მაინც ვერ გახდა, ამიტომ შეწყდა მისი გადაღებები. რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა სპონსორი, გავაფორმეთ ხელშეკრულება და თითქოს ღრუბლები გავფანტეთ, მაგრამ ერთ კვირაში პრობლემები შეიქმნა და ვერ დავძარით ეს საქმე.

– ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თუ ვეღარ გაგრძელდება „ხელოვნური სუნთქვის“ გადაღებები, ის ფილმის სახით გამოვა…

– ნამდვილად ასეა, თუ ვერ მოვახერხეთ სპონსორის მოძიება და ახალი სეზონის გადაღება, მაშინ იმ კითხვის ნიშნებს, რაც გაჩნდა წინა სეზონზე, ფილმში გავცემთ პასუხს. ტექნიკური, შემოქმედებითი და ფინანსური კუთხით, აქტიურად ვმუშაობთ და ვნახოთ რა მოხდება. არ მინდა ვიყო ის ადამიანი, რომელმაც ყალბი დაპირებები გასცა, ამიტომ ჯერ გადაჭრით ვერაფერს ვიტყვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები