LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელშეუხებელნი“ ეკრანზე ბრუნდება – მალე ფილმის ამერიკული რიმეიქი გამოდის (ვიდეო)

2873

2011 წელს გადაღებული საკულტო ფილმი „ხელშეუხებელნი“ ეკრანებზე ბრუნდება. მალე მაყურებელი ფილმის ამერიკულ ვერსიას იხილავს, რომელიც რეჟისორმა ნეილ ბურგერმა გადაიღო და მასში მთავარ როლებს კევინ ჰარტი, ბრაიან კრენსტონი და ნიკოლ კიდმანი ასრულებენ. ფილმი სახელწოდებთ „თავდაყირა“ უკვე აჩვენეს ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე და მისი მსოფლიო პრემიერა  2019 წელსაა დაგეგმილი.

ფრანგული ტრაგიკომედია „ხელშეუხებელნი“ რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. ის ფრანგი არისტოკრატის, ფილიპის ისტორია გვიყვება, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად სავარძელს მიეჯაჭვება. დამხმარედ კი ყოფილი დამნაშავე, დრისი აჰყავს.

ფრანგულ ვერსიაში მთავარ როლებს ფრანსუა კლიუზე და ომარ სი ასრულებენ. ეს უკანასკნელი „ცეზარის“ ნომინანტიც კი გახდა. ფილმი საუკეთესო უცხოური ფილმების სექციაში „ოქროს გლობუსსა“ და  BAFTA-ზე იყო წარდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები