LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურს ახალი კულტურის ცენტრი ექნება – პროექტისთვის 800 000 ლარზე მეტი დაიხარჯა

79

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, 2016 წელს დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დამამთავრებელ ეტაპზეა.

აჭარის მთავრობის ცნობით, დარჩენილია სცენის მოწყობის, განათებისა და ინვენტარით აღჭურვის სამუშაოები.

კულტურის სახლის ორსართულიანი შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მოეწყო პანდუსები და  დამონტაჟდა ლიფტი. შენობა  შეფუთულია მინით.  კულტურის ცენტრის ახალი დარბაზი 450 მაყურებელზეა გათვლილი.

სარემონტო სამუშაოებზე, პროექტის თანახმად, 837 555 ლარი დაიხარჯა.  შენობის რეაბილიტაციის პროცესში 50-მდე  ადგილობრივი კადრი იყო  დასაქმებული.

ახალი კულტურის ცენტრში სცენასთან ერთად მოწყობილია საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რაც ხელს შეუწყობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებების ჩატარებას და პოპულარიზაციას.

რებილიტირებული კულტურის ცენტრი  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ დაათვალიერა. ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია რეგიონის ხელმძღვანელს ხელვაჩაურის გამგებელმა, ნადილ ვარშანიძემ მიაწოდა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური ბიუჯეტით, 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა ლოკაციაზე 17 კულტურის სახლის რებილიტაცია ჩატარდა. მიმდინარეობს ასევე ახალშენის კულტურის სახლის სარეაბილიტაციოა სამუშაოები, სადაც 600 ადამიანზე გათვლილი დარბაზია განთავსებული. შენობაში ნახევარი საუკუნეა სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები