LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხერთვისის ციხე ტურისტებს განახლებული ინფრასტრუქტურით დახვდება

71

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის ძირითადი ნაწილი დაასრულა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი გასულ წელს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო და საერთო ღირებულებამ 1,7 მლნ ლარი შეადგინა. 

პროექტის მიხედვით, სრულად რეაბილიტირდა ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, ციხეზე ასასვლელ გზაზე დაიგო ქვაფენილი, აღდგა კარიბჭე, მოეწყო წყალმომარაგების სისტემა, პარკინგი, მოსაცდელი და საპირფარეშო. სამინისტროს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის სრულად ადაპტირებულია.

„ადრე პრაქტიკულად შეუძლებელი იყო ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ამოსვლა. ახლა, გარდა იმისა, რომ ობიექტი ტურისტულად მიმზიდველი გახდა, განახლებული ინფრასტრუქტურა რეგიონს საშუალებას მისცემს, შემოსავლების გენერირება მოახდინოს“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები