LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

87

ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტულ ინფრასტრუქტურას ერთობლივი საწარმო „არქიტექსი და არქიტექსი“ მოაწყობს. კომპანიამ მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერში გაიმარჯვა და 1.55 მლნ ლარის კონტრაქტი მოიპოვა.

პროექტი ითვალისწინებს ციხის მიმდებარედ, ასპინძა-ვარძიის ავტომაგისტრალზე ავტოპარკინგის მოწყობას, მათ შორის, იქნება გამწვანებული კუთხე მოსასვენებელი სკამებითა და გარე განათებით, მოეწყობა საპირფარეშოც.
ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები 2017 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები