LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხეში გვინდა: ინგლისში სტადიონს მთლიანად ხისგან აკეთებენ

51

ინგლისის მეხუთე დივიზიონის კლუბი მთლიანად ხის სტადიონს ააგებს.

ქალაქ ნეილსვორდის გუნდმა ”ფორესტ გრინ როვერსმა” ახალი საშინაო არენის კონკურსის შედეგები შეაჯამა. არჩევანი შეჩერდა პროექტზე, რომელიც 5 ათას მაყურებელზეა გათვლილი და მთლიანად ხისგან არის გაკეთებული.

სტადიონი გახდება ახალი ეკოპარკის ცენტრი. არენის პროექტი Zaha Hadid Architects-ს ეკუთვნის, ამ ფირმამ ლონდონში აკვაცენტრი დააპროექტა.

”ფორესტ გრინ როვერსი” ნაციონალურ ლიგაში ლიდერია – ეს ინგლისურ ფეხბურთში რიგირთ მეხუთე დივიზიონია.

კლუბმა წელს დაარსებიდან 127 წელი აღნიშნა.

 

cwwlhxywiaqwudv

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები