LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხევსურეთში ჩარჩენილ ტურისტებს სამაშველო სამსახური სავარაუდოდ, დღეს გამოიყვანს

49

ხევსურეთში ჩარჩენილი ტურისტების გამოყვანის ოპერაციაში სამაშველო სამსახური ჩაერთო.

5 ტურისტის ადგილსამყოფელის დადგენა უკვე მოხერხდა და მათ, სავარაუდოდ, დღეს გამოიყვანენ.

უცხოელი ტურისტები, უამინდობის გამო სოფლის დატოვებას ვერ ახერხებენ. ძლიერმა წვიმამ სოფელთან მისასვლელი გზები ჩახერგა.

ტურისტები ე.წ. sos შეტყობინებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 6 ივლისს, დაახლოებით 21:30 სააათზე დაუკავშირდნენ და დახმარება ითხოვეს.

ფოტოები სოციალური ქსელიდან: Tchintchar Auli