LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხილი და ბოსტნეული განწყობის ასამაღლებლად

157

მეცნიერების დასკვნით, ის, ვინც რეგულარულად, თუნდაც მინიმალური რაოდენობით მიირთმევს ხილს და ბოსტნეულს, ყოველთვის კარგ გუნებაზეა.

სპეციალისტების ექსპერიმენტი ორ კვირას გაგრძელდა, 171 მოხალისე კი სამ ჯგუფად გაიყო. პირველი ჯგუფი მთელი ექსპერიმენტის მანძილზე ინარჩუნებდა კვების ჩვეულ რაციონს, მეორე ჯგუფში გაერთიანებულებს სპეციალური კუპონები შესთავაზეს, სურვილის შემთხვევაში ხილისა და ბოსტნეულის შესაძენად, მესამე ჯგუფის მოხალისეები კი, ყოველდღე იძულების წესით მიირთმევდნენ მცენარეულ საკვებს. ექპერიმენტის დასრულების შემდეგ, მეცნიერებმა გაანალიზეს მონაწილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და პოზიტიური ცვლილებები მხოლოდ მესამე ჯგუფის მოხალისეებს აღმოუჩინეს. მეორე ჯგუფში გაერთიანებულებმა, მართალია, შეიძინეს აუცილებელი პროდუქტი, მაგრამ თერმულად დაამუშავეს კერძების მოსამზადებლად, ამგვარი სახით მიღებული ხილ-ბოსტნეული კი, ნაკლებად სასარგებლო აღმოჩნდა ორგანიზმისთვის.

ექპერტების განცხადებით, ის, ვინც ორი კვირის მანძილზე ყოველდღე მიირთმევდა ცოცხალი მცენარეულის თუნდაც ერთ პორციას, სწრაფად იგრძნო დადებითი ცვლილებები – აუმაღლდა ტონუსი, გაუმჯობესდა ძილი და ბევრად უფრო შრომისუნარიანი გახდა. გარდა ამისა, მეცნიერების დასკვნით, საჭირო რაოდენობით უჯრედისის სისტემატური მიღება პოზიტიურად აისახება ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე – ხელს უწყობს განწყობის გაუმჯობესებას და ამცირებს დეპრესიის წარმოქმნის რისკს. როგორც აღმოჩნდა, ხილისა და ბოსტნეული მოყვარულები სხვებთან შედარებით უფრო კმაყოფილი არიან საკუთარი ცხოვრებით და არასდროს განიცდიან ჭარბი წონის პრობლემებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები