LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხის გადამამუშავებელი როგორც ქართული, ისე უცხოური კომპანიები შემოწმდება – საგამოძიებო სამსახური

123

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შეამოწმებს ყველა რეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროს, მიუხედავად მათი მფლობელებისა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დანიშნულია შემოწმება 2 უცხოურ (ჩინურ და ირანულ) კომპანიაში, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს ხის გადამუშავება-რეალიზაცია.

დღეისათვის საგამოძიებო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. შემოწმება უკვე ტარდება ხე-ტყის გადამამუშავებელ 52 საწარმოში. ღონისძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე, გამოვლენილია რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 23 საამქრო და ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა. ხე-ტყის მასალის რეალიზაციის კანონიერების შესწავლის მიზნით, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე – ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე ინვენტარიზაცია მიმდინარეობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები