LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც ქალაქს ისეთს გახდის, როგორიც თითოეულ თბილისელს უნდა – ირაკლი კობახიძე

60

თუ თითოეული პარტია მიუდგება ამ არჩევნებს სათანადო პასუხისმგებლობით, თავიდან იქნება არიდებული ყოველგვარი ინციდენტები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც საკუთარ არჩევანი N2 ვაკის ოლქის N53 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

ირაკლი კობახიძე საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

“ჩვენ ხმა მივეცით იმ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია განვითარების სულ სხვა დონეზე აიყვანოს ჩვენი ქალაქი და გახადოს ეს ქალაქი ისეთი, როგორიც გვინდა თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ თბილისელს. ჩვენთვის მთავარია თბილისის განვითარება. დღევანდელი არჩევანი ჩვენ გავაკეთეთ თბილისის სიყვარულით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი უზრუნველყოფს ბევრად უკეთეს თბილისს“,- განაცხადა კობახიძემ.

საარჩევნო გარემოს შეფასებისას კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღემდე ყველაფერი წარიმართა მშვიდ და სამართლიან გარემოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები