LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური ექსპერტიზის ბიუროსთან – ოჯახის წევრები გარდაცვლილი 5 თვის ჩვილის გაკვეთას აპროტესტებდნენ

107

ლევან სამხარაულის სახელობის რუსთავის ექსპერტიზის ბიუროსთან გუშინ გვიან ღამით ხმაური იყო. ჟვანიას სახელობის კლინიკაში გუშინ გარდაცვლილი 5 თვის ჩვილის მშობლები და ოჯახის წევრები ბავშვის ექსპერტიზის ბიუროში გადასვენებას აპროტესტებდენენ და მოითხოვდნენ, რომ ცხედარი არ გაეკვეთათ.

ჩვილის ოჯახის წევრები ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობდნენ, რა დროსაც პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა გოგნიაშვილი იმყოფებოდა. მშობლების ინფორმაციით, ბავშვს 4 ოპერაცია ჩაუტარდა, ბოლოს კი გული გაუჩერდა.

ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ჩვილის ცხედარი მშობლებმა სახლში გადაასვენეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ფაქტზე დაწყებულია სსკ-ის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

პოპულალურები