LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური სარფში – აქციის მონაწილეები ტაძართან სამორინეს ფუნქციონირებას აპროტესტებენ

84

სარფში ტაძართან სამორინეს ფუნციონირებას ადგილობრივები აპროტესტებენ. „არა სამორინეს – ეკლესიის, მეჩეთის, სინაგოგას და სხვა სალოცავი ადგილების მიმდებარედ,“ – ამ ლოზუნგით სარფში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

სარფში სამორინესთან მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებთან რამდენიმე პირი მივიდა და მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეებმა აქციის მონაწილეებს განუცხადეს, რომ სამორინეში მათი ოჯახის წევრები მუშაობენ.

სამორინეს თანამშრომლების ოჯახის წევრებმა აქციის მონაწილეებს მართულები უწოდეს.

შეკრებილების განცხადებით, სარფში ეკლესიის მიმდებარედ სამორინე ფუნქციონირებს, რომელიც ტაძრის მრევლს, საბავშვო ბაღებსა და დასახლებულ პუნქტს დისკომფორტს უქმნის. მოსახლეობა ამბობს, რომ არა ერთი პროტესტის მიუხედავად, სამორინე მაინც ააშენეს. აქციის მონაწილეები სამორინეს ხელმძღვანელობას იმავე შენობაში სპორტული კომპლექსის მოწყობას სთავაზობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები