LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური სასამართლოში – საკრებულოსთან დაკავებულების საქმეზე გადაწყვეტილება 9 ნოემბერს გამოცხადდება

33

საკრებულოსთან დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ხმაურის ფონზე წარიმართა. დასრულებულია. მოსამართლემ სამი ბრალდებული პირი სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

გადაწყვეტილება მომდევნო პროცესზე, 9 ნოემბერს გამოცხადდება. დღეს ბრალდების მხარემ, ის მტკიცებულებები წარადგინა, სადაც სამართალდამცველების შეფასებით, აქციის მონაწილეების მხრიდან ხულიგნობა და პოლიციისათვის დაუმორჩილებლობა იკვეთება.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის კოტე იოსელიანის თქმით, ვერ მოხერხდა იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელი მუხლის საფუძველზეც ის დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა რეალურად ვერ წარადგინა ვერანაირი მტკიცებულება, სადაც შეიძლებოდა გამოჩენილიყო იმ მუხლის განხორციელება, რის საფუძველზეც მე დამაკავეს და თავიდანვე ვამბობდი, რომ დამაკავეს უკანონოდ. აქ რაც ხდება, არის აბსურდი,“ – აღნიშნა იოსელიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კი, სასამართლო განმარტებების და განცხადებების გარეშე დატოვე.

10 ოქტომბერს თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე 14 პირი დააკავეს. ისინი აპროტესტებდნენ საკრებულოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს ნაკვეთები ერთ ლარად გადაეცა.