LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური სხდომაზე – აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მოსმენას ოპოზიცია აპროტესტებს

102

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის მოსმენა უმაღლესი საბჭოში ხმაურით დაიწყო. „ევროპული საქართველოს“ წევრი ითხოვს დოკუმენტს, სადაც წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ხელწერა მინისტრობის კანდიდატებზეც.

მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ოპოზიციისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რასაც ურთიერთბრალდებები მოჰყვა. მმართველმა გუნდმა ოპოზიციას სხდომის დატოვება მოსთხოვა.

ოპოზიციამ რიჟვაძეს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა. ისინი ითხოვდნენ მთავრობის თავჯდომარეობის კანდიდატისგან დაეფიქსირებინა დამოკიდებულება, როგორ ითანამშრომლებს მომავალში ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორსა და ზოგადად განსხვავებული აზრის მქონე პირებთან.

პრეზიდენტმა რიჟვაძე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარადგინა. ის “ქართული ოცნების” კანდიდატია, ოპოზიციას კი საერთო კანდიდატი ჰყავდა დასახელებული არმაზ ახვლედიანის სახით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები