LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური სოცქსელებში – “მის სამხრეთ აფრიკა” აივ-ინფექციით დაავადებულ ბავშვებთან ხელთათმანებით მივიდა

32

„მის სამხრეთ აფრიკას“ ფოტოებმა სოციალური ქსელების მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღაშფოთა. 22 წლის დემი-ლეი ნელ-პიტერსი, რომელმაც იოჰანესბურგში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რასიზმში დაადანაშაულეს.

ფოტოებზე  „მის სამხრეთ აფრიკა“ აივ-ინფექციით დაავადებულ შავკანიან ბავშვებთან ერთად არის გადაღებული. სილამაზის კონკურსში გამარჯვებულს ხელთათმანები უკეთია.

„ტვიტერის“ მომხმარებლები წერენ, რომ გოგონა არ იმსახურებს „მის სამხრეთ აფრიკის“ ტიტულს და ხელთათმანები სრულიად უადგილოა.

 

 

ნელ-პიტერსმა სოციალური ქსელების მომხმარებლებს უპასუხა:

„მინდა, ყველაფერი გაირკვეს. ყველა მოხალისეს გვირჩიეს, გაგვეკეთებინა ხელთათმანები, რადგან ხელში გვეჭირა საკვები, რომელიც ბავშვებისთვის უნდა მიგვეცა.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს ის არის, რომ 300 ბავშვს აქვს თბილი სადილი. ბოდიშს ვუხდი ყველას, თუ ვინმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო,“  – წერს „ტვიტერზე“ „მის სამხრეთ აფრიკა“.

მისმა განმარტებამ სოციალურ ქსელებში კიდევ უფრო მეტი ხმაური გამოიწვია. „ტვიტერის“ მომხმარებლები იღებენ ფოტოებს ლატექსის ხელთათმანებით კომპიუტერის კლავიატურებთან და წერენ, რომ „ჰიგიენა უმნიშვნელოვანესია.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები