LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოაკინ ფენიქსი და რუნი მარა შეყვარებულების ამპლუაში ერთად პირველად გამოჩნდნენ (ფოტო)

644

ნიუ-იორკში ლინ რემსის ახალი სათავგადასავლო ჟანრის ფილმის პრემიერა შედგა სახელწოდებით „შენ აქ არასოდეს ყოფილხარ“. მთავარ როლში მაყურებელი ხოაკინ ფენიქსს იხილავს, რომელმაც ამ როლით კანის რიგით 70-ე ცერემონიაზე წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის პრიზიც მიიღო. ამჯერად ფილმის ამერიკულ პრემიერას ფენიქსი შეყვარებულთან, მსახიობ რუნი მარასთან ერთად დაესწრო. მარას მაყურებელი კარგად იცნობს ფილმებიდან „გოგონა დრაკონის ტატუთი“ და „ქეროლი“.

43 წლის ფენიქსისა და 32 წლის მარას ურთიერთობა მედიისთვის ყოველთვის საინტერესოა, რადგან მსახიობები იშვიათად ჩნდებიან ერთად. შეყვარებულები პრემიერაზე ერთად გამოჩნდნენ, თუმცა ფოტოგრაფების დიდი ინტერესის მიუხედავად, რომანტიკული სცენებისგან თავი შეიკავეს. ფენიქსი შავ-თეთრ პიკაჯში, მარა კი თეთრ ბლუზსა და შავ შარვალში იყო გამოწყობილი.

მსახიობების რომანის შესახებ ჯერ კიდევ კანის კინოფესტივალიდან გახდა ცნობილი, როცა მათ დაჯილდოების ცერემონია ერთად დატოვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები