LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობში 10 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

125

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შიდა სახელმწიფოებრივი გზის ხობი-ახალსოფელი – რკინიგზის სადგურის 10.5 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება.

სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის ცნობით, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე, მოეწყობა: სახიდე გადასასვლელი, ხელოვნური ნაგებობები, ეზოების შესასვლელები, საგზაო ნიშნები.

სამუშაოებზე 30 ადამიანია დასაქმებული.

სარეაბილიტაციო გზა ხობში, მდინარე ხობის ხიდთან იწყება, გაივლის სოფელ მეორე გურიფულს, გაღმა პირველ ხორგას, ახალსოფელს და მთავრდება რკინიგზის სადგურთან.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები