LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობში სამართალდამცავების ავტომანქანა ავარიაში მოყვა

101

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობში. თვითმხილველების ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის მანქანა ელექტროგადამცემ ბოძს დაეჯახა.

ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი მძიმედ.
დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილი.

მანქანაში, რომელიც ავარიისას დაშავდა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ხუთი თანამშრომელი იმყოფებოდა.

ჯერჯერობით, ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები