LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხომ არ მოაწყვეთ: მარადონას მესიში ეჭვი შეეპარა

55

დიეგო მარადონა: „შესაძლოა მესის ნაკრებიდან „წასვლა“ მოაწყვეს, რომ სამი წაგებული ფინალი გადაეფარათ“.

არგენტინელთათვის (და არა მარტო მათთვის) ღმერთკაცი დიეგო მარადონა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ლეო მესის ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილების სერიოზულობაში დაეჭვდა. მოგეხსენებათ, მესი ეროვნულ გუნდში უკვე დაბრუნდა.

„არ ვიცი, შესაძლოა მესის „წასვლის“ მთელი ეს ისტორია იმიტომ მოაწყვეს, რათა ყველას დახმარებოდნენ დაევიწყებინათ ზედიზედ სამი წაგებული ფინალი.
თავიდან ბიჭი წასვლას აპირებდა, მერე კი უკან დაიხია და სულ რამდენიმე კვირაში პოზიცია შეიცვალა“, – თქვა თავად უფრო პრინციპულმა დონ დიეგომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები