LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე არასწრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია

36

ხორავას ქუჩაზე, არასწრულწლოვნების მკვლელობაში ბრალდებული პირების საქმეზე სასამართლოს განაჩენი ცნობილია. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც დარბაზში ხმაური მოყვა. სასამართლოს მიმდებარედ ხალხია შეკრებილი, მათ შორის არის ერთ-ერთი გარდაცვლილი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

„ერთ-ერთი ბრალდებული ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი, მაგარამ გამართლდა სარალიძესთან მიმართებაში, მეორე ბრალდებული ცნობილი, იქნა დამნაშავედ დავით სარალიძესთან მიმართებაში ხოლო გამართლდა ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში,“- აცხადებს ზაზა სარალიძის ადვოკატი.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს.

მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები