LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული ზეწოლაზე საუბრობს

98

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულმა გ.ბ-მ, მისი ადვოკატის, ინგა შარაშიძის ცნობით, ერთ-ერთ დეტალზე გამოძიების დაწყება მოითხოვა.

“ბრალდებულმა მოითხოვა, რომ დაიწყონ გამოძიება ერთ-ერთ დეტალზე. საუბარია მის წაყვანას პოლიციაში და კანონიერი წარმომადგენლის და ადვოკატის გარეშე ყოფნას. მასზე ზეწოლა განხორციელდა. ის არ ყოფილა ქალაქის მთავარ სამმართველოში, არამედ როგორც ბრალდებული აცხადებს, იყო ძველი თბილისის სამმართველოში”, – თქვა ადვოკატმა და დასძინა, რომ არასრულწლოვანი ბრალდებული დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მარტო ჰყავდათ დაკავებული, სადაც მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობდა.

31 ივლისს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის წევრებმა გლდანის ციხეში მსჯავრდებული არასრულწლოვნები გამოკითხეს.

გ.ჯ-ს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობის ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი. ხოლო მეორე არასრულწლოვანი – გ.ბ სასამართლომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

მომდევნო კვირის ბოლოს კომისია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, ასევე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გამოკითხვას გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები