LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მოწმეს ჩვენება არ შეუცვლიათ – პროკურორი

58

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს ჩვენება არ შეუცვლია –  განცხადება საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ, სასამართლოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

პროკურორის განცხადებით, მოწმის მიერ მიცემული ჩვენების შეცვლა უნდა განვასხვავოთ კონკრეტული დეტალების დაზუსტებისგან და დღეს მოხდა სწორედ დეტალების დაზუსტება.

„ბრალდების მხარემ დღეს მოწმე დაკითხა, რომელმაც უშუალოდ ნახა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტობრივი გარემოებები. მან ისაუბრა და დეტალიზაციაც გააკეთა, თუ რა ვითარებაში მოხდა ბრალდებულების მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. ხსენებულმა მოწმემ სრულად ის ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, რა ინფორმაციაც მიცემული აქვს გამოძიების სტადიაზე. ჩვენების შეცვლა უნდა განვასხვავოთ მოწმის მიერ კონკრეტული დეტალების დაზუსტებისგან. შესაბამისად, პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მოწმეს ჩვენება არ შეუცვლია,“ – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 30 მარტს კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების მოკვლევით განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები