LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე შსს-ს, პროკურატურასა და სახალხო დამცველს შორის შესაძლოა, სამუშაო შეხვედრა გაიმართოს

47

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-ს წარმომადგენლებს, პროკურატურასა და სახალხო დამცველს შორის შესაძლოა, სამუშაო შეხვედრა გაიმართოს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს შსს-ში შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ლომჯარიას არ დაუკონკრეტებია, დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელეს თუ არა მიხეილ კალანდიას დაკავების შესაძლებლობის საკითხზე, თუმცა, მისი განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალის წარდგენის პრეროგატივა პროკურატურას აქვს, საუბარი სწორედ ამ უწყებასთან უნდა გაიმართოს. ლომჯარიას განმარტებით, აღნიშნული შეხვედრა შესაძლოა, კვირის ბოლოს შედგეს.

“ვფიქრობ, რომ საქმიანი შეხვედრა იყოს. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ პროკურატურის პრეროგატივაა ბრალის წარდგენა, ამ საკითხებზე გაგრძელდეს შეხვედრა სამუშაო ფორმატში პროკურატურასთან. მეც გამოვხატე მზადყოფნა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მიიღოს ამ შეხვედრაში მონაწილეობა. ყველა მხარემ გამოხატა მზადყოფნა პროკურატურასთან შეხვედრის და ალბათ, უახლოეს პერიოდში მოხდება ორგანიზება, თუ მათი მხრიდანაც იქნება შეხვედრის სურვილი,” – განაცხადა ლომჯარიამ.

ლომჯარიას ინფორმაციით, პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი იქნება პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების საკითხზეც.

როგორც ცნობილია, ზაზა სარალიძემ დღეს შს მინისტრის მოადგილესა და უწყების სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ სარალიძემ მედიასთან აღნიშნა, რომ შს უწყებისგან კვირის ბოლომდე რადიკალური ნაბიჯების გადადგმის დაპირება მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები