LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვას სააპელაციო სასამართლო სექტემბრიდან დაიწყებს

37

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში სექტემბრიდან დაიწყება. უკვე ცნობილია, რომ მეორე ინსტანციაში კოლეგიის თავმჯდომარე იქნება მოსამართლე მურმან ისაევი.

მეორე ინსტანციაში დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს განაჩენს ასაჩივრებს. თავის მხრივ, განაჩენს ასაჩივრებს მთავარი საგამოძიებო უწყება, რომელიც განაჩენის დადგომას მათ მიერ წარდგენილი კვალიფიკაციით ითხოვს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, არასრულწლოვანი, რომელსაც ბრალად ედებოდა ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობა, დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის მკვლელობა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ბრალი გადაკვალიფიცირდა და არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობისთვის. მას ცხრა წლით და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები