LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა საპროტესტო აქციებს აანონსებს

28

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციებს გეგმავს. ამის შესახებ სარალიძემ “ღია პლატფორმაში” შემავალი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

ზაზა სარალიძემ ის მიზეზიც განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკოსებთან შეხვედრა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ვერანაირად შევძელი ჭეშმარიტების მიღწევა, აქამდეც ვამბობდი, რომ ნებისმიერ ბერკეტს გამოვიყენებდი ჭეშმარიტების დასადგენად, მივმართე მთელ პოლიტიკურ წარმომადგენლებს და საზოგადოებას, რომ გვერდში დამიდგნენ და დამეხმარონ ჭეშმარიტების დადგენაში. საპროტესტო აქციებსაც ვგეგმავთ და მაქსიმალურად მივიყვანთ ჭეშმარიტებამდე ამ მარაზმს,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები