LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მოკლული სარალიძის მამა პროკურატურას მიმართავს

63

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა,ზაზა სარალიძე, პროკურატურისგან ბორის კაკუბავას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე რეაგირებას ითხოვს.

შესაბამისი განცხადებით ზაზა სარალიძემ თბილისის პროკურატურას მიმართა.

სარალიძე ითხოვს, რომ საგამოძიებო ორგანომ გამოიკვლიოს კაკუბავას მიერ გაჟღერებული ინფორმაციის სისწორე და, თუ ის არ დადასტურდა, განცხადებას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს.

„ბორის კაკუბავამ გააჟღერა ასეთი ინფორმაცია, რომ მის შვილიშვილებს აშანტაჟებდნენ, ტუალეტში აყოფინებდნენ თავს და აწერდნენ ფულს. რადგან არასრულწლოვნებს ასე ძლიერად იცავს საქართველოს კანონმდებლობა, მოვითხოვ ჩემი შვილის, ლევანის და მათი მეგობრების უფლებებიც იყოს დაცული. შეისწავლონ, რატომ და რის საფუძველზე გააჟერა ეს ინფორმაცია და, თუ სიმართლეს არ შეესაბამება, მიეცეს სამართლებრივი შეფასება. თავდასხმა თავდაცვის ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, რაც ამ წუთში ჩემი აზრით, ბორის კაკუბავამ გამოიყენა,“  – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ბორის კაკუბავამ „რუსთავი2“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მის შვილიშვილს ჩაგრავდნენ და ფულს ართმევდნენ. მისი ინფორმაციით, სწორედ ეს კონფლიქტი უძღოდა წინ ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის დაპირისპირებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები