LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ძებნილი ბრალდებულის ოჯახის წევრები არ დაუკითხავთ

35

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ძებნილი ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ოჯახის წევრები გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს.

როგორც ადვოკატმა, სოფო ჯაფარიძემ, ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, ამ დრომდე დაუდგენელია არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი. ამასთან, ადვოკატის თქმით, ის დღევანდელ პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა.

ვინაიდან ბრალდებული არის არასრულწოვანი და კანონმდებლობის თანახმად პროცესი იყო დახურული, მე სხვა კომენტარს ამ საქმეზე ვერ გავაკეთებ. ვითხოვდი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩენილიყო, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები