LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ერთ-ერთმა მოწმემ ჩვენება შეცვალა – ბრალდებულის ადვოკატი

55

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის, განცხადებით, ამ საქმის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მოწმემ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება შეცვალა.

“მიმდინარეობს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოწმის დაკითხვა. ბრალდების მხარემ მოწმის პირდაპირი წესით დაკითხვა დაასრულა. ამის შემდეგ დაცვის მხარე დავიწყებთ მოწმის ჯვარედინი წესით დაკითხვას. ამ მოწმემ სასამართლოს მიაწოდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, როგორ გაგრძელდა, როგორ დასრულდა. გარკვეულ დეტალებთან დაკავშირებით მან არსებითად და აბსოლუტურად შეცვალა გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. მან ისაუბრა ისეთ ფაქტებზე, რომლებიც ეწინაღმდეგება იმ ფაქტებს, რაზეც საუბარია გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებში. ის არაერთხელ არის დაკითხული და ფაქტობრივად, ყველა ჩვენებას ეწინააღმდეგება სასამართლოში მიცემული ჩვენება. დაცვის მხარის პოზიციით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიება არასწორად არის ჩატარებული და საქმეზე არ არის ჭეშმარიტება დადგენილი,” – განაცხადა კაკაბაძემ.

საუბარია პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის შვილზე. იგი დახურულ სასამართლო პროცესზე ამ წუთებში იკითხება.