LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს სააპელაციო სასამართლო 20 სექტემბერს განიხილავს

117

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 20 სექტემბრიდან დაიწყება. პირველი სხდომა მეორე ინსტანციის სასამართლოში 20 სექტემბერს, 14:30 საათზე გაიმართება.

მხარეები სასამართლოს საკუთარ სააპელაციო საჩივრებს წარუდგენენ. ამასთან, დაცვის მხარე, კერძოდ, გ.ჯ.-ს ადვოკატები გეგმავენ, რომ სასამართლოს ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნაც წარუდგინონ, რომელიც ბრიტანელმა ექპერტებმა ჩაატარეს.

ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის მოსწავლეები, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, 2017 წლის პირველ დეკემბერს მოკლეს. მოზარდების მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ორი მოზარდი, გ.ჯ. და გ.ბ. დააკავა. გამოძიება გ.ბ.-ს დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში გაზრახ მკვლელობას, გ.ჯ.-ს კი დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავებოდა. საქმის რამდენიმეთვიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, მოსამართლე ეკა არეშიძემ გ.ბ. დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში კი დამნაშავედ სცნო. რაც შეეხება გ.ჯ.-ს მოსამართლემ ის დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში სცნო დამნაშავედ.