LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩაზე შერიგებულ ახალგაზრდებს შორის ხელახალი კონფლიქტი დავით სარალიძესა და გ.ჯ-ს შორის შელაპარაკებით დაიწყო – პროკურორი

62

„ხორავას ქუჩაზე შერიგებულ ახალგაზრდებს შორის ხელახალი კონფლიქტი დავით სარალიძესა და გ.ჯ-ს შორის შელაპარაკებით დაიწყო,“ – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.

„ამ პროცესში დავით სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის მოხდა შელაპარაკება და შეგინება. როგორც გ.ჯ. იძახის, დათომ შეაგინა და ესროლა სიგარეტის ე.წ. „ბიჩოკი“. რამდენიმე პირი ამბობს, რომ დათომ ზოგადად შეიგინა ანუ კონკრეტულად არ შეუგინებია. მოხდა კონფლიქტი და უკვე როდესაც შეხლა-შემოხლა მოხდა, ჯერ ხომ მანქანასთან იდგნენ და შემდეგ გადაინაცვლეს ამ ტერიტორიაზე – ფარდულთან 3-4 მეტრით წინ. ვინც გამოძიებაშია ნამუშევარი, მოგეხსენებათ, რომ ეს არის დინამიური პროცესი და სტატიკურად ხსენებური პირები ვერ იქნებოდნენ. ხელის მოქნევა იყო, ხელი მოხვდა დ.ჩ-საც, ასევე თ.ნ.-საც მოხვდა ხელი, რომელიც ფაქტობრივად, აშველებდა. კონფლიქტი მიდიოდა დათო სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის,“ – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.