LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩის საქმეს ირაკლი შოთაძე სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიებულს უწოდებს

34

51- სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმე სრულყოფილად, ობიექტურადაა გამოძიებული და ჩატარებულია ყველა საჭირო გამოძიება და საპროცესო მოქმედება, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შოთაძის თქმით, ბრალდებულთა დაცვის მხარის განცხადებები სპეკულაციაა და ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

მიმდინარეობს არსებითი განხილვები და რაიმე სპეკულაცია, თითქოს ეს საქმე გამოუძიებელია, არის მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და არის მცდელობა, რომ მოხდეს მართლმსაჯულების პროცესის დისკრედიტაცია, – განაცხდა შოთაძემ.

ირაკლი შოთაძის თქმით, ინციდენტში ბევრი არასრულწლოვანი მონაწილეობდა, ყველა, ვინც უნდა დაკითხულიყო, დაკითხულია, ასევე, ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია, ნაწილი ექსპერტიზა ჩატარებულია, ნაწილი ჩატარების ეტაპზეა და დასკვნები სასამართლოს წარედგინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები