LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს – გიორგი გახარია

38

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურად მინდინარეობს, არ გამოირიცხება არცერთი მიმართულება – ამის შესახებ შსს მინისტრმა საკომიტეტო მოსმენაზე “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის, ირმა ნადირაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ხორავას ქუჩის საქმეზე უახლოს პერიოდში დეტალურად იქნება საუბარი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ფორმატში.

“გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, არ გამორიცხავს არც ერთ მიმართულებას, გამოძიება არის ტრანსფარანტული და ნებისმიერი შედეგი, რომელიც დადგება, იქნება ღია,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ირმა ნადირაშვილმა საკომიტეტო მოსმენაზე შსს მინისტრს ხორავას ქუჩის საქმეზე შუალედური ინფორმაციის გაცნობა სთხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები