LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის დაკავებულ მოზარდს ბრალი წარედგინა

73

ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა. მოზარდი 19 ივლისს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

დაკავებული არასრულწლოვნის დედა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა. არსებული ინფორმაციით, დ.ღ. მე-11 კლასის მოსწავლეა და ეს სწორედ ის პირია, რომელმაც სკოლის საპირფარეშოში კონფლიქტი დაიწყო.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

პოპულალურები