LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩის საქმეზე საგამოძიებო კომისია დღეს პროკურატურის წარმომადგენლებს მოუსმენს

31

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია დღეს პროკურატურის წარმომადგენლებს მოუსმენს. კომისიის სხდომაზე დაგეგმილია მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის, მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის, მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის გიორგი გაბოძის, თბილისის პროკურორის მალხაზ კაპანაძის, თბილისის პროკურორის მოადგილის კონსტანტინე სირაძის, მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მიხეილ შაყულაშვილის ოფიციალური ახსნა-განმარტების მოსმენა.

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა 10:00 საათზეა დანიშნული.

საპარლამენტო კომისიამ უკვე გამოკითხა მირზა სუბელიანი და თენგიზ კალანდია. გამოკითხვა გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები