LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატების პრემია, პარიზის მეტრო, გრიზმანის ტრადიცია და მუნდიალის ათასი წვრილმანი

166

საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონია. ამ გუნდს ვერავინ ვერაფერი მოუხერხა, თავად კი ისე თამაშობდა, რომ დაჭირვებოდა კიდევ მოუმატებდა. მხოლოდ არგენტინა უგებდა ცოტა ხანს მერვედფინალში და მაშინ ფრანგები რომ ათამაშდნენ, 10 წუთში სამი გოლი გაუტანეს მესის თანაგუნდელებს. ხორვატიას კი დიდი მადლობა და ასეთივე აღტაცება ეკუთვნის.
კარგი იყო ის, რომ გოლები თითქმის ყველა მატჩში გავიდა. ისტორიაში შევიდა დიდი დეშამიც. პარიზში კი ისე აერიათ გონება ამ წარმატებისგან, რომ აღაც ვიქტორ ჰიუგო ახსოვთ, აღარც ელისეის მინდვრები უნდათ და ყველას და ყველაფერს ახალი გმირების სახელს არქმევენ.

 

მუნდიალი-2018 მესამეა ისტორიაში გატანილი გოლების მიხედვით.
64 მატჩში 169 გოლი გავიდა.
1998 და 2014 წლების ჩემპიონატებზე 171 გოლი გაიტანეს.

 

აწ უკვე დასრულებულ მუნდიალზე მხოლოდ ერთი ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. შეიძლება გასაკვირია, მაგრამ ეს ჩემპიონ საფრანგეთს დაემართა – ჯგუფში დანიასთან. ასეთი შედეგი 1954 წლის პირველობის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია, მაშინ ყველა შეხვედრაში იტანდნენ.

 

საფრანგეთმა მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. ფეხბურთის ფედერაციის ლოგოზე უკვე ორი ვარსკვლავია. მეორე ახლა გაჩნდა. განახლებული ემბლემა დაბნელებულზე ტრიუმფალურ თაღზე გამოსახეს.

ხორვატებთან შეხვედრამდე დიდიე დეშამს ორი გზა ქონდა:
ან გამხდარიყო მწვრთნელი, რომელმაც სამი უმნიშვნელოვანესი ფინალი წააგო (2004 წლის ჩემპიონთა ლიგა „მონაკოსთან“ ერთად, ევრო-2016 და მუნდიალი-2018);
ან ისტორიაში სულ რაღაც მესამე მწვრთნელი გამხდარიყო, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული ექნებოდა როგორც ფეხბურთელს და როგორც მწვრთნელს ბრაზილიელი მარიო ზაგალოსა და გერმანელი ფრანც ბეკენბაუერის შემდეგ.

 

საფრანგეთის გამარჯვება ცოტა არ იყოს სპორტში გლობალიზაციის საკითხიცაა. განაცხადში მყოფი 17 ფეხბურთელი სხვა ქვეყნებთან კავშირშია: ან საფრანგეთში არ დაბადებულან ან არაფრანგული ფესვები აქვთ.

ანტუან გრიზმანს ტრადიცია დაეხმარა – ის სათადარიგო მცველის ადილ რამის ულვაშებს უნდა შეხებოდა. გაგახსენებთ, 1998 წელს ფრანგებს ასევე ქონდათ რიტუალი: მაშინ ლორან ბლანი მეკარე ფაბიენ ბარტეზს მოტვლეპილ თავზე კოცნიდა.

ბლეზ მატუიდიმ ჩემპიონატზე გამარჯვება საფრანგეთში ტერორისტული შეტევების შედეგად დაღუპულებს მიუძღვნა.

 

ფინალი – ჩემპიონატის ტრენდის საკმაოდ კარგი გამოხატულებაა. გოლების ნახევარი სტანდარტულებიდან გადის, ხოლო იგებს ის, ვინც ბურთს და ტერიტორიას დათმობს.

 

ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას მისცენ თუ არა მედალი ნიკოლა კალინიჩს. შეგახსენებთ, კალინიჩმა უარი თქვა შეცვლაზე შესულიყო ნიგერიასთან ჯგუფურ შეხვედრაში თითქოს ზურგის ტკივილის გამო. ამის შემდეგ მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა ის გუნდიდან მოკვეთა.

 

ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელები ქვეყნის მთავრობისგან პრემიალურების სახით 9.5 ათას ევროს მიიღებენ.

 

ამერიკელმა მომღერლებმა Jay-Z და ბიონსემ ფინალის შემდეგ პარიზში „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე კონცერტი გამართეს. ცოლ-ქმარმა ნაკრების მაისურები ჩაიცვა.

 

პარიზის მეტროს რამდენიმე სადგურს სახელი შეუცვალეს. სადგური Victor Hugo გახდა Victor Hugo Lloris, ხოლო Notre-Dame des Champs შეცვალეს და Notre Didier Deschamps უწოდეს.
სადგური Champs-Elysées – Clemenceau (ელისეის მინდვრები) დროებით Deschamps Elysees – Clemenceau (დეშამის მინდვრები) გახდა.

 

 

დაბოლოს, კიდევ რამდენიმე მაგარი ფოტო:

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები