LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატიამ ფოტოგრაფი გადათელა: ის ყველაფერს მოყვა (ფოტოები)

41

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალის დამატებით დროში მარიო მანჯუკიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა ინგლისის კარში. გოლის აღნიშვნისას ხორვატებმა მოედნის კიდეს მყოფი ერთ-ერთი ფოტოგრაფი გადათელეს.

იური ალბერტო კორტეს ავალოსი სალვადორში დაიბადა, ცხოვრობს და საქმიანობს მექსიკაში. ის AFP (Agence France-Presse) შტატიანი ფოტოგრაფია. რუსეთის მუნდიალი მეოთხეა მისთვის.

„გოლის შემდეგ მანჯუკიჩმა და მთელმა გუნდმა ჩემზე გადაირბინეს. კუთხეში ვიჯექი და ფართო ფოკუსით ვიღებდი, მაგრამ როცა მივხვდი, რომ ახლოს მოდიოდნენ, ობიექტივის შეცვლა გადავწყვიტე. ვიღებდი, ვიღებდი, ისინი კი არც ფიქრობდნენ გაჩერებას, პირდაპირ ჩემსკენ მოემართებოდნენ.

ფეხბურთელები უბრალოდ შემოცვივდნენ ფოტოგრაფების რიგში და ემოციებს დიდად არც აკონტროლებდნენ: ვცდილობდით ფეხზე დგომას, მაგრამ იმდენად ძლიერად მოგვაწვნენ, რომ უბრალოდ გაზონზე დამაგდეს.

ამასთან, ვცდილობდი გადაღება გამეგრძელებინა, ისინი პოზირებდნენ კიდეც ობიექტივში!

მთავარია, კარგად ვარ, ტექნიკაც გადარჩა, ბიჭებს არაფერი გაუტეხიათ. ასეთი რამ პირველად შემემთხვა.

შემდეგ, როდესაც ოდნავ დამშვიდნენ, ძალიან მეგობრულები იყვნენ. დამეხმარნენ წამოდგომაში, მომეხვივნენ, მკოცნეს კიდეც! იმედი მაქვს, თუ ხორვატია მოიგებს ჩემპიონატს, სადღესასწაულო საღამოზე დამპატიჟებენ!

თუმცა აწ უკვე ცნობილი ფოტოგრაფი ფინალს ვერ დაესწრება. ეს მისი ბოლო შეხვედრა იყო მუნდიალზე და ხორვატიის თამაშის შემდეგ პირდაპირ აეროპორტში გავარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები