LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორვატიის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს და ტერეზა მეის ნაკრების მაისურები ჩამოურიგა (ფოტო)

199

ხორვატიის პრეზიდენტმა კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა ნაკრების მაისური დონალდ ტრამპს და ტერეზა მეის აჩუქა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერს ალბათ განსაკუთრებით ესიამოვნებოდა.

ხორვატიის პრეზიდენტმა რუსეთი მეოთხედფინალის შემდეგ იძულებით დატოვა და ბრიუსელში გაემგზავრა ნატოს სამიტზე.

თუმცა უმაღლესი დონის შეხვედრებზეც არ დავიწყებია ფეხბურთი და სახელობითი „საჭადრაკო“ მაისური უსახსოვრა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

ასეთივე საჩუქარი მიიღო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ინგლისი ნახევარფინალში სწორედ ხორვატებთან დამარცხდა.

გრაბარ-კიტაროვიჩი მერვედფინალს დაესწრო დანიასთან და მეოთხედფინალს რუსეთთან.

ხორვატია პირველი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანაა 1962 წლის შემდეგ, რომელიც მუნდიალის ფინალამდე მივიდა.

ხორვატები ოქროსკენ 15 ივლისს გაიწევიან და ფრანგების დამარცხებასაც შეეცდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები