LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოსე კარერასმა სალომე ჯიქია საოპერო საზოგადოებას წარუდგინა

94

ხოსე კარერასმა ქართველი საოპერო მომღერალი სალომე ჯიქია საოპერო საზოგადოებას წარუდგინა. როგორც ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ოფიციალური „ფეისბუქ“-გვერდიდან ირკვევა, სალომემ კონცერტზე ფურორი მოახდინა და ბისზე, კარერასთან ერთად, რამდენჯერმე უხმეს.

გვერდი წერს:

„დღეს საოცრება მოხდა, ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების „ბოზარტის“ დარბაზში ხოსე კარერასმა ბელგის საოპერო საზოგადოებას ახალი ვარსკვლავი, სალომე ჯიქია წარუდგინა. სრული ანშლაგი, როგორც იტყვიან. ბისზე იმდენჯერ გამოიძახეს თითოეული ცალ-ცალკე და ორივე ერთად, ვეღარ დავთვალე. დიდი ზემი და დიდი წარმატება სალომე ჯიქიასი. როგორ მსურდა ეს ბევრ ქართველს ენახა და გაეხარა.

გადაღების უფლება არ იყო, მაგრამ რამოდენიმე კადრი მაინც ავიღე, მე მგონი მეექვსე ბისიდან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები