LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხშირი ავადობა ბავშვებში, ალერგია, ბრონქიტი, უშვილობა და ნევროზები – ჰომეოპათიის გასაოცარი შედეგები

1179

გადაცემის ლაივი LIVE

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ ჰომეოპათიას მიეძღვნა. რა არის მისი მოქმედების მთავარი მექანიზმი და რა შედეგები აქვთ ადამიანებს, ვინც ალერგიების, დაბალი იმუნიტეტის, უშვილობის, კუჭ-ნაწლავისა და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მკურნალობა ჰომეოპათიას მიანდო – ამ თემაზე გადაცემაში საქართველოს ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, საქართველოს ჰომეოპათიისა და ქართული ტრადიციული მედიცინის ლიგის პრეზიდენტმა, ექიმმა-ჰომეოპათმა თორნიკე ალაშვილმა ისაუბრა.

რა როლი და  შედეგები აქვს ჰომეოპათიას ბავშვებთან, რომლებიც  ხშირად ავადობენ?

იმუნიტეტი არის ჰომეოპათიის ყველაზე  ძლიერი წერტილი, სტუდენტობიდან მოყოლებული დაკავებული ვიყავი  სამეცნიერო შრომებით,  ონკო-იმუნოლოგიური მიმართულებით, ვიცი, რამდენად ძნელია ფარმაკოლოგიური პრეპარატებით იმუნიტეტის მართვა და გაძლიერება. სანამ ჰომეოპათიას გამოვცდიდით გვქონდა 5-6 წლიანი გამოცდილება ფიტოთერაპიით, ხალხური მედიცინით, ჩინური მედიცინით მკურნალობის, ამიტომ გვქონდა პარალელების გავლების და შედარების საშუალება და ჩვენი ანალიზით ჰომეოპათიას ალტერნატივა არ აქვს.

ჰომეოპათია საკმაოდ ეფექტურია იმუნოლოგიური დარღვევების დროს, მათ შორის ბავშვთა პრობლემებში,  მას შეუძლია ანგინები, ადენოიდები, სურდო, ხველა, ასთმური პრობლემები, ალერგიული ხველა, როგორც გააიშვიათოს, ასევე მრავალწლიან რემისიებში გადაიყვანოს ან ბოლომდე განკურნოს.

ჩვენი დაკვირვებით, გენეტიკური სინდრომების დროს, როდესაც პირველადი იმუნოდეფიციტთან გვაქვს საქმე, ჰომეოპათიას საკმაოდ მოკლე ვადებში შეუძლია კლინიკურად დადასტურებული იმუნოდეფიციტები გამოასწოროს. მეცნიერული, ღრმა ლაბორატორიული ანალიზის კვლევის შედეგად, მე დარწმუნებული ვარ, რომ იმუნოლოგიური თვალსაზრისით აქტიური ჰომეოპათიური  პრეპარატები შესაძლოა, დანერგილ იქნას თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში. ჩემი კლინიკის ექიმების პრაქტიკაში ძალიან ხშირია ხშირად მოავადე ბავშვები და კლინიკურად ძალიან კარგ შედეგებს ვიღებთ.

ალერგიული რინიტი, ბრონქული ასთმა, მწვავე და ქრონიკული პნევმონიები – ვიცით, რომ ექვემდებარება ჰომეოპატიურ მკურნალობას, საინტერესოა როგორ მოქმედებს ეს მექანიზმი,  როდესაც ამ კონკრეტული დაავადებების დროს გვიწევს დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკების და ჰორმონალური პრეპარატების ჩართვა მკურნალობის პროცესში? 

ბრონქიტის დროს რომ ანტიბიოტიკებს არ უნდა მიმართო, ეს პედიატრებმაც ძალიან კარგად იციან, მითუმეტეს ალერგიული ბრონქიტის დროს, რადგან ანტიბიოტიკებისა და ფარმაკოლოგიური პრეპარატების შედეგად პროცესი უფრო მძაფრდება.

ფილტვების ანთების დროს, როდესაც უკვე პნევმონიაა, ჩვენ ყოველწლიურად არაერთი შემთხვევა გვაქვს,  ყოველგვარი ანტიბიოტიკების გარეშე პნევმონიის მკურნალობის.

რაც შეეხება ვადებს, ჰომეოპათიის დახმარებით, პნევმონია უნდა მორჩეს იმ დღესვე, მაქსიმუმ ორ-სამ დღეში. თუ დიდხანს გაგრძელდა, რა თქმა უნდა ანტიბიოტიკს ვამატებთ და სწრაფად და კომპლექსურად მიიღწევა შედეგი.

შაქრიანი დიაბეტის ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროს, როდესაც სისხლში  ცვლილებებია  დაფიქსირებული და პაციენტები მთელი ცხოვრების მანძილზე ჰორმონალური პრეპარატებით მართავენ მათ დაავადებას, ასეთ დროს როგორია ჰომეოპათიის როლი? პაციენტი პარალელურად იღებს ორივე სახის პრეპარატს თუ ნელი მეთოდით ხდება სრულად ჰომეოპათიურ მკურნალობაზე გადასვლა?

ჰომეოპათიური მკურნალობა არის ორი ტიპის: ჩანაცვლებითი და სუპრესიული.

მაგალითად, როდესაც პაციენტი ინსულინით მკურნალობს, ვცდილობთ ასეთ პაციენტს ხელი არ მოვკიდოთ, თუ მოკიდა ჰომეოპათმა ხელი, სჭირდება მუდმივი კონტროლი და სიფრთხილე, რადგან ორგანიზმი როდის მოახდენს რეაგირებას ცნობილი არ არის.

შესაძლოა, მკურნალობის დასრულებიდან 3 თვის შემდეგ დაიწყოს შაქარმა დაცემა და როდესაც ინსულინი აღმოჩნდება ზედმეტი, შესაძლოა ჰიპოგლიკემიური კომა მივიღოთ.დიაბეტის ტაბლეტიზირებული მკურნალობის პარალელურად ჰომეოპათიური მკურნალობა ჩვეულებრივად ინიშნება.

ფარისებრი ჯირკვლის დროსაც შესაძლებელია ჰომეოპათიური მკურნალობის დანიშვნა და ნელ-ნელა დოზის შემცირება, უმრავლეს შემთხვევაში დროთა განმავლობაში ანალიზების საფუძველზე ჰორმონალურ პრეპარატს ვხსნით. მკურნალობის ეტაპზე ვითვალისწინებთ, როგორც ანალიზების შედეგებს ასევე კლინიკურ სურათს, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დადგენაში კლინიკური სურათი უმნიშვნელოვანესია. როდესაც ვაანალიზებთ ამ ყველაფერს, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების მთავარი მიზეზი ის არის , რომ წყლის ქლორირება ხდება, ოზონით დამუშავების შემთხვევაში პრობლემების ნახევარი მოიხსნებოდა. ქლორის ტოქსიური ზემოქმედება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევებს იწვევს. უნდა გადავხედოთ ჩვენს კვებით რეჟიმს, მეტი ზღვის პროდუქტები უნდა იყოს რაციონში ჩართული, რადგან ზოგჯერ მაინც არის იოდის დეფიციტი. მკუნალობის პროცესში რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ იოდის დეფიციტის ფაქტორს, მაგრამ ბევრად უფრო მცირე დოზით ვიყენებთ, ვიდრე ენდოკრინოლოგია მოგვიწოდებს და უკეთესი შედეგებიც გვაქვს.

ხშირად ენდოკრინოლოგები, პრეტენზიასაც გვიყენებენ, თუ ასეთი კარგი შედეგები გაქვთ რატომ არ არის მონოგრაფიები, სამეცნიერო შრომები. ჩვენ რასაც მივაღწიეთ, მივაღწიეთ საკუთარი პრაქტიკით, ჩვენ გვაქვს გამოცდილება და ტაქტიკა, რომელიც ჯერ ლიტერატურაში და სამეცნიერო შრომებში არ არის აღწერილი და დაფიქსირებული, ეს არის მომავლის საკითხი.

ალერგია, გამოწვევა, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს წინაშე დგას დაჰომეოპათიას ძალიან კარგი შედეგები აქვს ამ მიმართულებით, რა ტიპის ალერგიებზეა საუბარი?

ჩვენ ვმკურნალობთ როგორც კვინკეს შეშუპებას და ჭინჭრის ციებას, ასევე ნეიროდერმიტებს, როგორც ბავშვებში ასევე მოზრდილებში. გვაქვს მძიმე ფორმის დიათეზები,რომელიც ფსორიაზშიც კი გადადის და ფსორიაზიც ინკურნება და ალერგიაც. ალერგიული ბრონქიალური ასთმა, ბრონქიტები,  ალერგიები, ალერგიის მსგავსი სხვა ნევროლოგიური გამოვლინებები, მედიკამენტოზური ალერგიები, რომლის შეჩერება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ უკუკავშირი არ არის. ფართო სპექტრის ალეგიები ექვემდებარება ჰომეოპათიურ მკურნალობას.

მკურნალობის დაწყების დღიდან, მინიმუმ და მაქსუიმუმ რამდენ ხანში შეიძლება დადგეს შედეგი?

დაავადება შეიძლება იყოს მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკული. მწვავე შეტევების დროს, ჰომეოპათია საკმაოდ ეფექტურად და სწრაფად მოქმედებს, ეს იქნება სტენოკარდიული შეტევები, კვინკეს შეშუპება თუ ნევროლოგიური ტკივილები, წითელი ქარი,  მაგრამ თუ ჰომეოპათიამ არ მოგვცა შედეგი სხვა მეთოდს უნდა მივმართოთ.

ქვემწვავე პროცესების დროს, როდესაც პროცესი რამდენიმე დღე ან კვირაა დაწყებულია, მკურნალობის დაწყებიდან  რამდენიმე დღეში ვხედავთ შედეგს.

ქრონიკული დაავადებების დროს, ჰომეოპათიური მკურნალობით საშუალოდ ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადაში უნდა განიკურნოს ან რემისიაში გადავიდეს.

რატომ შეიძლება არ იმოქმედოს ჰომეოპათიურმა მკურნალობამ?

ჰომეოპათია არის ინდივიდუალური, კომპლექსური თერაპია. კონკრეტულ პაციენტს და კონკრეტულ შემთხვევას ინდივიდუალურად უნდა წამლების შერჩევა. თუ სწორად ვერ ტარდება ჰომეოპათიური მკურნალობა, ან თუ ადამიანი კორტიკოსტეროიდებზე იყო დამოკიდებული ან რაიმე სხვა ჰორმონებზე და იმუნიტეტს არ აქვს რეზერვი რომ დროზე აამოქმედო მაშინ პარალელურად მიმართავ სხვა გზებს, მეთოდებს, შეიძლება ჰომეოპათია შეაჩერო და მათთან ერთად გააგრძელო, ეს საკითხი ინდივიდუალურად წყდება.

კუჭ-ნაწლავის პრობლემების მკურნალობაში რა დატვირთვა აქვს ჰომეოპათიას და როგორია შედეგები?

ჰომეოპათია თვლის, რომ განსაკუთრებით წყლულოვანი დაავადებები არის ფსიქოსომატური დაავადებები, ჩვენ გამოვდივართ არა მხოლოდ კვებითი რეჟიმიდან, არამედ როგორი ფსიქო-ემოციური ფონი აქვს პაციენტს. რა სტრესები აქვს გადატანილი, როგორ რეაგირებს ფსიქო ემოციურ დონეზე და ამის მიხედვით ირჩევა წამლები. ფაქტობრივად, ჰომეოპათიური მკურნალობა ასწორებს ფსიქო-ემოციურ ფონს, შემედეგ იმუნიტეტს. ჰომეოპათია კომპლექსურად მკურნალობს  გამომწვევ მიზეზებსაც, იმუნიტეტის გაძლიერებუს გზით და უმეტეს შემთხვევაში წყლულოვან დაავადებებს კურნავს ბოლომდე, არა მხოლოდ კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულებს, არამედ არასპეციფიური წყლულოვანი დაავადებებიც ინკურნება ჰომეოპათიით.  მწვავე შეტევა შეიძლება მალევე გააჩერო, მაგრამ არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის განკურნებას მინიმუმ ერთი, ხშირად ორი-სამი წელი ჭირდება.

რა პრინციპით მუშაობს ჰომეოპათია გინეკოლოგიური მიმართულებით და საინტერესოა როგორია შედეგები?

საშვილოსნოს მიომის შემთხვევაში ჰომეოპათია თვლის, რომ როდესაც ფუნქცია არ არის სათანადო დონეზე, კეთილთვისებიანი პროცესი სწორედ ამის გამო იწყება. შვილიან ქალბატონებში მიომა იშვიათად გვხვდება. თუ გოგო გვიან თხოვდება, შვილს გვიან აჩენს, ან ერთ შვილს გააჩენენ და ჩერდებიან ამ დროს არის მაღალი რისკი, დიდი რაოდენობით ესტროგენები გამომუშავდება მათი რეალიზაცია არ ხდება და ფაქტობრივად ორგანიზმი აწყობს კერებს, რომელიც ისევე სწრაფად იზრდება, როგორც ფეხმძიმობის დროს იზრდება მუცელი. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბავშვის გაჩენის სურვილი ხშირად იწვევს მიომას. ფსიქო -სომატურ დონეზეც სათანადო გაწმენდა, კორექციაა საჭირო, ჰორმონალური სტატუსის გათვალისწინებით ჰიპერექსტროგენემია უნდა მოიხსნას, უკვე გამოცდილი ჰომეოპათიური პრეპარატები კი გამწოვად მოქმედებს. ასევე მიომისთვის დამახასიათებელ, სისხლდენით გამოწვეულ ანემიებს ჰომეოპათია ეფექტურად მკურნალობს.

კისტებზე მოქმედი სპეციფიური ჰომეოპათიური საშუალებებიც არსებობს, რა თქმა უნდა ყველა კისტაზე არ არის ეფექტური, თუ ალერგიული ან ანთებითი გენესისის არის ან მაგალითად დერმოიდულ, თანდაყოლილ კისტას უმრავლეს შემთხვევაში ჰომეოპათიით ვერ ვუშველით,  ენდომეტრიოზული კისტების შემთხვევაშიც დადებითი შედეგი იშვიათია.

 ჰომეოპათიით უშვილობის მკურნალობის მხრივ როგორი შედეგებია საქართველოში?

ჩვენთან ჰომეოპათიით უშვილობის შედეგიანი მკურნალობის საკმაოდ მაღალი შედეგებია, სხვადასხვა მექანიზმით გამოწვეულ უშვილობას ვმკურნალობთ, როგორც ხშირი ანთებების და შეხორცებების ისე ჰორმონალური დარღვევების შემთხვევებს. გვქონია შემთხვევა, როდესაც მიომა უშლიდა ხელს ორსულობის დადგომას, ბევრი შემთხვევაა ჰიპოთერიოზის ფონზე უშვილობების, ჰომეოპათია ამ ყველაფერს შველის.

 ამბობენ, რომ როდესაც მკაცრად მივყვებით ჰომეოპათიურ მკურნალობას, საკმაოდ მკაცრი შეზღუდვების წინაშე ვდგებით, მაგალითად გვეკრძალება ყავის მიღება და ა.შ. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

დაახლოებით 200 წლის წინ, როდესაც ჰომეოპათიას ჩაეყარა საფუძველი, საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები იყო ისეთი პროდუქტების შეზღუდვებთან დაკავშირებით, როგორიც არის მაგაილითად ყავა, მაგრამ დღეს როდესაც ვაკვირდებით უმრავლეს შემთხვევაში,  ეს არ არის იმდენად ხელისშემშლელი ფაქტორი. ზოგიერთ, დაახლოებით 15-20 პრეპარატს უშლის ხელს ყავის მიღება. მე მაინც წინააღმდეგი ვარ ყავის რეგულარულად გამოყენების, იმიტომ რომ ჩვენ გენეტიკურად არ ვართ ამ პროდუქტს მიჩვეული, ჩვენი წინაპრები ამ დოზით არ მოიხმარდნენ ყავას და ჩვენი მეტაბოლიზმი არ არის მიჩვეული და ადაპტირებული ყავის მიმართ. ყავა ხშირად ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი თუ თირკმელკენჭოვანი დაავადების, სახსრებში მარილების ჩალაგების მიზეზია.

ჰომეოპათია, ეს არის ადაპტაციური თერაპია, ის გვეხმარება ყველაფერთან ადაპტირებაში, რადიაციის ფონმაც მკვეთრად რომ მოიმატოს, ჰომეოპათია დაგვეხმარება, რომ ადამიანის ორგანიზმმა გაუძლოს და შეეგუოს საკმაოდ მოკლე ვადებში ექსტრემალურ სიტუაციას.

თქვენი დაკვირვებით რომელია ჰომეოპათიის ყველაზე ძლიერი მხარე და სად გვაქვს ყველაზე კარგი შედეგები ?

ალბათ უფრო მეტად ბავშვებში, როდესაც ხშირი ავადობაა, ალერგიები, ნევროზები, იგივე ფსორიაზი რომ ავიღოთ, მხოლოდ ჰორმონებით მკურნალობა და მალამოებით დათრგუნვა ეს არ არის მკურნალობა, ეს არის დროებითი შედეგის მიღწევა. აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით მამაკაცებში, რომლებიც დიდი რაოდენობით ალკოჰოლს ღებულობენ, სრული შედეგის მიღწევა რთულია, განკურნება შეიძლება მხოლოდ მაშინ თუ ალკოჰოლზე უარს იტყვიან.

გადაცემის აუდიოჩნაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები