LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში ცეცხლის კერები განახლდა

91

ხულოში, შავნაბადას მთაზე, ცეცხლის კერები განახლდა.

ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, განაცხადა.

პატარაძის თქმით, ამ დროისთვის სამი ხანძრის კერა გაღვივდა, თუმცა ხანძარი მასშტაბური არ არის. ადგილზე უკვე იმყოფებიან ხულოს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და დამატებით ბათუმიდან კიდევ ორი ბრიგადა გაემგზავრა.

ხულოში ხანძარი გასულ კვირას გაჩნდა და მეხანძრე-მაშველები ხანძრის ჩაქრობას ხუთი დღის გაბმავლობაში ცდილობდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები