LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხულოში ხანძრის ჩაქრობა ისევ ვერ ხერხდება

130

ხულოში, შავნაბადას მთაზე არსებულ ტყის მასივში ხანძრის ჩაქრობა ისევ ვერ ხერხდება. ამ დროისთვის, ცეცხლის კერებთან უკვე შეყვანილია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის, ბრძანებით, ხანძრის ეფექტური ლოკალიზების მიზნით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება შსს-ს ვერტმფრენი. ხულოში ელოდებიან თურქული შვეულმფრენის ჩამოფრენასაც.

„დღეს თურქული ვერტმფრენი ჩამოფრინდება ბათუმში და, შესაბამისად, ამოვა ზევით, მთაში. ორი ვერტმფრენი იმუშავებს ამ ეტაპზე, 500-მდე ცოცხალი ძალა მუშაობს,“ – განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები